მაია ცქიტიშვილი: 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტზე დასქმებული იყო 40 000-მდე ადამიანი

მაია ცქიტიშვილი: 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტზე დასქმებული იყო 40 000-მდე ადამიანი
„2019 წელი როგორც პროექტების რაოდენობის, ასევე განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით ნამდვილად გამორჩეული წელი იყო. სამინისტროს ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 2 მილიარდ 523 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი რეგიონების განვითარებაზე და ჩვენი მოქალაქეების დასაქმებასა და კეთილდღეობაზე. გასული წლის განმავლობაში დაფინანსებულ 7500 ინფრასტრუქტურულ პროექტზე დასაქმდა 40 000-მდე ადამიანი, მათგან 80%-ზე მეტი საქართველო მოქალაქე. ჩვენს პროექტებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 2020 წელს გაორმაგდება,” - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა შეაჯამა 2019 წელს ინფრაქტრუქტურის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და აღნიშნა, რომ გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 804 კმ გზას, უკვე აშენებულია 208 კმ გზა და სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ გზის მშენებლობისთვის. მისი თქმით, 2020 წელს 70 კმ სიგრძის მაგისტრალური გზა გაიხსნება.

მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2019-2020 წლებში განხორციელებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პროექტების შედეგად 252,200 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 310 მილიონი ლარის ღირებულების 1239 პროექტი, მათ შორის, აშენდა და რეაბილიტირდა 417 სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამბულატორია; სამინისტრომ დაიწყო 59 სკოლის მშენებლობის და 100 სკოლი რეაბილიტაციის პროექტი; გასულ

წელს მუნიციპალიტეტებმა 642 სკოლაში განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები; სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეირჩა და დაფინანსდა 4812 პროექტი, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.