უცხოური მედია - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს
პუბლიკაციის ავტორი უილ უოლტერი, განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში საკუთარ ბლოგში საუბრობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ და განიხილავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
განათლების ექსპერტი მიმოიხილავს იმ სირთულეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების კუთხით შეიქმნა ბრიტანეთში ბრექსიტის, კოვიდისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ავტორი დეტალურად აღწერს ბრიტანეთში შექმნილ სიტუაციას და ხაზს უსვამ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა.
განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გეგმავდნენ.
სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს – გამოცემა 1828, უილ უოლტერი