„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის”მხარდაჭერით შექმნილ ცხოველების საკვების მწარმოებელ კომპანიაში იმყოფებოდნენ
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 2020 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. საწარმოში ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის პროდუქტს თერმული დამუშავებით აწარმოებს. საწარმოს წარმადობა 12 საათში 5 ტონას შეადგენს. ამჟამად მასში 15 ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ საწარმო ერთადერთია საქართველოში, რომელიც თევზის საკვებს აწარმოებს და ის სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა.
საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია 900 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.