ბონდო მძინარაშვილი: რა განმეორებითი არჩევნები?!

ბონდო მძინარაშვილი: რა განმეორებითი არჩევნები?!
ბონდო მძინარაშვილი (ჟურნალისტი):

რა განმეორებითი არჩევნები?!

აი, განმეორებით არჩევნებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს რომ მიიღებთ, მერე დასხედით და იმღერეთ "თავო ჩემო"!

ვინც ბარიერი ვერ გადალახა, ის არაფერს კარგავს, ისედაც გარეთ დარჩა, ახლა ბარიერგადალახულმა ნათელაშვილის ქარვასლის დახლიდარებმა კი მერე ერთმანეთს ხელები მაგრად ჩასჭიდეთ და "მრგვალი ჯორი" ითამაშეთ, - ბევრი დრო გექნებათ და თან გაერთობით.

განმეორებით არჩევნებში 2012 წლის მექანიზმი ამოქმედდება - "შუა უნდა გაიკრიფოს"!

ხალხი მარტივი არჩევანის წინაშე დადგება: ან ივანიშვილი, ან სააკაშვილი!

ამ არჩევანის რეალურობა ნაწილობრივ 31 ოქტომბერსაც გამოჩნდა.

ეს კი ხელს აძლევს როგორც "ქართულ ოცნებას", ისე "ნაციონალურ მოძრაობას": ორივე ლიდერი შეეცდება, მხოლოდ ამ ორმა ძალამ შეიწოვოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

ხალხიც რეალურად დაინახავს მანიაკი სააკაშვილის დაბრუნების საფრთხეს და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალის გარშემო გაერთიანდება.

ხოლო ვინც სააკაშვილს ელოდება, იმათი ხმები ერთ პარტიაში აკუმულირდება - ნათელაშვილის ქარვასლას სააკაშვილი გადახურავს.

ეს გეგმა აქვს იმ ბოროტ მასხარას, ხოლო ივანიშვილი არც მას და არც სხვა ვინმეს ხელისუფლებას რომ არ უფეშქაშებს, მგონი უკვე ყველა მიხვდა.

ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა, ჩემი ბრალი არ არის!

ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მცირე პარტიები კოზაკივით გაიჭყლიტებიან აქლემების ჩხუბში!

დაახლოებით ისე მოხდება, როგორც ახლა დაემართა პატარა პარტიებს: სოსო ჭუმბურიძეს თუ დავესესხები, ისეთ პარლამენტს მივიღებთ, რომ დედა შვილს ვერ... შეიყვანს! ჩემი მხრივ კი დავამატებ: ვერც მამა!

დაიმახსოვრეთ და ასე რომ მოხდება, მერე გაიხსენეთ!

თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა 2003 წელი არ არის და ხელისუფლება მაშინდელივით ადვილად არ ჩამოიშლება და არც განმეორებითი არჩევნები დაინიშნება.

ასე რომ, მხოლოდ ჰიპოთეტურად შეგვიძლია ზემოთ აღწერილი სურათის წარმოდგენა.