ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.

გამორჩეული მადლობა გახარია-ს, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.