კახა ძაგანია: თავდებში ვუდგებით პირს, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა
„გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი საქციელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს წახალისებული და კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მაგრამ „მემარცხენე ალიანსის“ წევრები ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია თავდებში ჩავუდგეთ იმ ადამიანს, რომელიც გუშინ შეიჭრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და 9 ადამიანი მძევლად აიყვანა. გვინდა სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას შევეცადოთ, რომელიც გულისხმობს პატიმრობის შეცვლას, აღკვეთის ღონისძიების სახით“.
შეგახსენებთ, რომ წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირი შეიჭრა, რომელმაც 9 ადამიანი მძევლად აიყვანა და პოლიტიკურ-სოციალური მოთხოვნები გაავრცელა, რამდენიმე საათში მძევლები გაანთავისუფლა, რის შემდეგაც აღნიშნული პირი პოლიციის მიერ დაპატიმრებულ იქნა. დამნაშავეს პატიმრობა შეეფარდა.