თამაზ ბაკურიძე: თუ აღარ გვინდა ღირსება, მაშინ ხმა მიეცით "ნაცმოძრაობას"!

თამაზ ბაკურიძე: თუ აღარ გვინდა ღირსება, მაშინ ხმა მიეცით "ნაცმოძრაობას"!
თამაზ ბაკურიძე (უფლებადამცველი):

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ხშირად მეკითხებოდნენ, თუ ვის მივცეთ ხმა. ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდი საარჩევნო  აგიტაციაში. თუმცა ასევე, სტატუსიდან გამომდინარე, მაქვს უფლება, ჩემი პოზიცია და შეხედულება გამოვხატო გარკვეული მოვლენებისადმი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით: 
დღეს საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა! 
საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვის ჩააბარებს ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას  მომავალი წლების განმავლობაში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ბრძენია და სწორ არჩევანს გააკეთებს.
აუცილებელია, მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მე, როგორც  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადამიანი, ვიტოვებ უფლებას, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია თუ ვის არ უნდა ჩავაბაროთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, რათა ადამიანის უფლებები მეტწილად იყოს დაცული...
თუ ჩვენ გვსურს, საქართველოში არ იყოს დაცული ადამიანის უფლებები და ღირსება, იყოს დატერორებული მედიასაშუალებები, იყოს უზურპირებული სასამართლო ხელისუფლება, იყოს გადატვირთული ქართული ციხეები, იყოს წამება ციხეებში, ხვრეტდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში ძალოვნები, გვისმედნენ და გვაშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრებით, დავკარგოთ ქართული ტერიტორიები, არ იყოს დაცული  პროტესტის უფლება და გვყავდეს  პრორუსული ხელისუფლება, მაშინ ხმა არ უნდა მივცეთ ბოროტებას - ანუ "ნაციონალურ მოძრაობას". 
საქართველოს უახლოეს საპარლამენტო ისტორიაში პირველად ხდება, რომ შესაძლებლობა ეძლევა მრავალ პარტიას, შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში (მიღებული ცვლილებების თანახმად). შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, შედეგად მივიღებთ მრავალპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს, რაც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის მომავლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.