სახელმწიფო დეპარტამენტი: ბოლო დროის მოვლენები ადასტურებს, რომ ქართველების ადგილი ევროპაშია

სახელმწიფო დეპარტამენტი: ბოლო დროის მოვლენები ადასტურებს, რომ ქართველების ადგილი ევროპაშია
ქართველები თავს განიხილავენ, როგორც ხიდს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. მათი ორიენტაცია ევროპულია. ევროკავშირის და ნატოს წევრობა არის მათი მისწრაფებების საგანი,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროის მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას, გარდა იმისა, რომ კულტურის თვალსაზრისით ქართველების ადგილი ევროპაშია.

,,ეს ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ასრულებს მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ როლს ძალიან რთულ სამეზობლოში, სადაც დიდი მოძრაობა იჩენს თავს. ისინი თავს განიხილავენ, როგორც ხიდს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. მათი ორიენტაცია ევროპულია. ევროკავშირის და ნატოს წევრობა არის მათი მისწრაფებების საგანი. ჩემი აზრით, ბოლო დროის მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას, გარდა იმისა, რომ კულტურის თვალსაზრისით ქართველების ადგილი ევროპაშია. ახლა კი, როცა იქ დგანან რუსი სამხედროები: სომხეთში საკუთარი ნებით და მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების როლში, ყოველივე ეს ქმნის განზომილებას, რომელსაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში კარგად იცნობს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ქართველებს კიდევ უფრო მეტ ძალას აძლევს იმის წარმოსაჩენად, რომ ისინი არიან წარმატებული, ამბიციური დასავლეთზე ორიენტირებული დემოკრატია, რომლის ადგილიცაა ევროპული ერების ოჯახში“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.