ამირან სალუქვაძე: ახლა კარგად მომისმინეთ, ვაი-პოლიტიკოსებო!

ამირან სალუქვაძე: ახლა კარგად მომისმინეთ, ვაი-პოლიტიკოსებო!
ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

სირცხვილის დერეფნებს აღარ მოვაწყობთო, გამოაცხადეს. შეიწყალეს ხალხი. მადლობა უნდა გითხრათ მოსახლეობამ?
ვინც გაემიჯვნეთ, უნდა გეთქვათ, რომ გაემიჯვნეთ და არა, არ ჩაატარებთ. 
ჯერ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, საზოგადოებას რომ იწვევთ და საკუთარ თავს წესზე, ეთიკაზე და კანონზე მაღლა აყენებთ?
ან ვინ გვესაუბრებით, ვინც სირცხვილის დერეფნებში უნდა ეტარებინეთ ხალხს?!
ან 5 წუთის წინ გაპოლიტიკოსებული, გაუგებრობაში მოხვედრილები როგორ ბედავთ და ამბობთ, ჩავატარებთ, ან არ ჩავატარებთო?! ვინ ხართ, რას წარმოადგენთ?! ვინ მოგცათ ამდენის გაბედვის უფლება?!
ან არჩევნების დღეს, როცა დუმილის დღეა, როგორ ბედავთ რაიმე აქციის მოწყობას?
ლოგიკასთან როგორ ხართ? გატყობთ, მწყრალად. დაგიღეჭავთ.
გაყალბებაზე რომ საუბრობთ, ხალხმა გააყალბა? არა.
აბა, ხალხისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა ვის მოღუნულ ტვინში დაიბადა, ვინც გააჟღერა, თუ ესეც გარედან შემოგდებულია?
ხალხი გაძლევთ მანდატს თქვენც, სხვებსაც და პირველ ადგილზე გასული პარტიის ამომრჩეველს აშინებთ სირცხვილის დერეფნით ან სხვა სახის აქციით?
საერთოდ, როგორც თქვენს თავს უწოდებთ, პროევროპულები თუ მედასავლეთეები, როგორ მოუწოდებთ ან თქვენს, ან სხვის მომხრეებს, არჩევნების ბოიკოტისკენ? ესაა დასავლური ღირებულება?
არჩევნებზე უნდა მივიდეს ყველა პარტიის მომხრე და, ან ბიულეტენი გადახაზოს, ან შემოხაზოს მეორე ტურში გასულიდან ერთ-ერთი.
თუ პოლიტიკოსობთ, განა პოლიტიკოსები ხართ? ან ზოგიერთი პოლიტიკოსობასაც როგორ ბედავთ, თქვენი წარსულიდან გამომდინარე?
"ქართული ოცნების" პასუხისმგებლობად დარჩება, თქვენ რომ ამდენს თავხედობთ, იმის ნაცვლად, რომ ცოდვებს ინანიებდეთ.
ძველ ამბებზე რომ არ ვილაპარაკო, მხოლოდ ის გეყოფათ, წელიწადია ჯანდაცვის სისტემას ებრძვით, ვირუსის მხარეს დგახართ, ვირუსს ავრცელებთ. ხალხი იხოცება და თქვენს ნამოქმედარზე პასუხს არავინ გთხოვთ. მიტინგს მიტინგზე აწყობდით ყოველგვარი ნორმების უგულებელყოფით.
სტრასბურგმა შავაძის საქმეზე განაჩენი გამოაქვეყნა. სირცხვილის დერეფანში რომ ხართ გასატარებელი, იცით? 2008 წლის ომის მონაწილეს როგორ მოექეცით?!
ახლა რაც შეეხება შესვლა/არშესვლას.
აშშ, სხვა მეგობარი ქვეყნები, ევროსაბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეები, ეუთო/ოდირი და საელჩოები მოგიწოდებენ პარლამენტში შესვლაზე.
ესენი არ არიან ავტორიტეტები და  თქვენი ზღვარგადასული ლიდერის ჭკუაზე უნდა იაროს ქვეყანამ?!
რა იყო, ბევრი დახარჯეთ არჩევნებზე და დამფინანსებლების დაკვეთას ასრულებთ?
ელჩებთან ნალაპარაკები ერთმა პოლიტიკოსმა გამოსვლისთანავე გაასაჯაროვა, მეორემ ერთ საათში მიტინგზე დაამღერა. ამის შემდეგ რამდენიმე საათში გამართულ ბრიფინგს გადააბრალეთ, საიდუმლოება "გაგვიბაზრესო".
ამით აღიარეთ, რომ არც ბიულეტენების გადათვლა გინდათ, არც ვიდეო ჩანაწერების ნახვა. აბა რა გინდათ?!
მთელი ქვეყანა ნერვიულობს შეხვალთ თუ არა პარლამენტში. მესამედ გეუბნებით, აი დარდი...
ან შესაშვები ხართ?
ოპოზციაში კი არა, ოცნების სიიდან არაა ყველა პარლამენტარის მანდატის ღირსი. ზოგს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქვეყანაში და პარლამენტში რა უნდა აკეთოს. ჰოდა, ოპოზიცია გაგვიხდა სადარდებელი? ოპოზიცია მთლიანად ხართ პოლიტიკიდან გასაშვები.
თქვენს ხელში ჩვენს ხალხს სიმშვიდე არ უწერია.
უამრავი მიზეზი მაქვს პირადიც და საზოგადოებრივიც, რომელთა გამო პარტიებს, სანამ მათ რიგებში გარკვეული პოლიტიკოსები ირიცხებიან, ხმას არასდროს მოგცემთ.
როგორმე ალბათ პირად მიზეზებსაც მოვყვები. ალბათ არჩევნებს შემდეგ. თუმცა, ზოგი რამ ახლობლებსაც არ გაუგიათ. მაგრამ, პირადის გამო არასდროს გამომითქვამს სუბიექტური მოსაზრება. 2005 წლიდან მედია სივრცეში ვარ. პოზიცია კონკრეტულ ფაქტებთან, პროცესებთან, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით არ შემცვლია. ნახეთ ჩემი სტატიები.
 ხმების მიტაცრბაზე საუბრობთ. ხმებიც გაქვთ მიტაცებული, ადამიანების სიცოცხლეც, მათი ბენიერებაც, ქონებაც, ბიზნესებიც, პირადი სივრცეც...
ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს არ მოსვლია აზრად თქვენს წინააღმდეგ სირცხვილის დერეფნები მოეწყოთ.
მსგავსი აზრი შეიძლება შობოს მხოლოდ მახინჯმა ტვინმა და სულმა.
კიდევ ერთი, გადახედეთ საკუთარ ქონებრივ დეკლარაციებს, ჯერ 2005 წლის, შემდეგ ამჟამინდელს.
ახლა, რაც შეეხება მეორე ტურს.
მთელი დასავლური სამყარო გეუბნებათ პარლამენტში შედითო. სახელმწიფო დეპარტამენტის წერილს არასწორად უთარგმნით მოსახლეობას და არასწორად აშუქებთ.
ჰოდა, თქვენ ჭკუაზე ვივლი და მეორე ტურზე არ წავალ?
ოჯახში რაღაც სერიოზული პრობლემა შეგვექმნა და არ მეაეჩევნება, მაგრამ აუცილებლად გამოვნახავ დროს და წავალ.
ბიულეტენში ეწერება გირჩი და ვოლსკი. ერთი არგუმენტი დამისახელეთ, რომ გირჩი შემოვხაზო?!
რეზიუმე:
1. ვინც იცის რას ნიშნავს სირცხვილის დერეფანი, რამდენად დიდი შეურაცხყოფაა, ყველა ვინც ეს გააჟღერა, ვინც განიხილავდა და ვინც არ გაემიჯვნა, ვინც თქვა არ ჩავატარებთო კი არა, ვინც არ გაემიჯვნა, ყველანი ხართ პოლიტიკიდან კინწისკვრით გასაყრელები.
2. პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობთ. პოლიტიკური კრიზისი კი არა მისი შექმნის მცდელობებია.
უფრო სწორად, დრევანდელი ვითარება არის პოლიტიკური თანაცხოვრების (კოჰაბიტაცია) და პოლიტიკური კულტურის კრიზისი.
3. ხალხი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაჰკიდეთ, წლებია ზიზღს და სიძულვილს, დეპრესიას სთესავთ. თქვენ პოლიტიკაში ყოფნის ღირსი არ ხართ.